ცერცვაძე ზურაბიშვილს: გმადლობთ, თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ მხარდაჭერას საქმიანობაში

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოს პრეზიდენტს მისდამი გამოხატული ყურადღებისთვის მადლობას უხდის.

როგორც ცერცვაძე წერს, ის სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მისი, როგორც პრეზიდენტის როლი საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, მნიშვნელოვანია.

„თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენ მიერ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩვენი მოკრძალებული საქმიანობის პოზიტიური შეფასებისთვის. მინდა, დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სრული მხარდაჭერა თქვენს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების, მათ შორის პანდემიის წინაშე და თქვენი, როგორც პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში მნიშვნელოვანია“, – წერს ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: 2003 წელს ელჩი რიჩარდ მაილსი მუდმივად მეუბნებოდა, მეორე ადგილს დავთანხმებოდი, მაგრამ გავიმარჯვე, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშმა დამირეკა, მომილოცა და ჩამიხუტა
შემდეგი სტატიანათია თურნავა: დარწმუნებული ვართ, მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაბედულად შემოვა ჩვენთან ამერიკული ბიზნესი