ცერცვაძე: თუ მესამე ტალღა დაიწყო, სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე ვერ შევინარჩუნებთ

“თუ დაიწყო მესამე ტალღა, ვერ შევინარჩუნებთ სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში აცხადებს.

ცერცვაძის თქმით, მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე.

“კორონავირუსის შემთხვევებმა უკვე მოიმატა. საბედნიეროდ, ხაზს ვუსვამ, ჯერ არ არის სიკვდილიანობის მატება, ამას უნდა გავუფრთხილდეთ. თორემ, თუ დაიწყო მესამე ტალღა, ვერ შევინარჩუნებთ სიკვდილიანობას ერთნიშნა რიცხვზე. მთელი მოსახლეობა უნდა გადავიდეს პირბადეების უპირობო გამოყენებაზე ღია და დახურულ სივრცეში და მოვახერხოთ, რომ 2-3 თვის მანძილზე უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე. აი ამას თუ შევძლებთ, პლიუს დღეში 6-7 ათასი ვაქცინაცია თუ გვექნება, ჩვენ თავიდან ავიცილებთ მესამე ტალღას”, – აცხადებს ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაში“არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ სმა-ჭამა” – გამყრელიძე აღდგომაზე
შემდეგი სტატიასავარაუდოდ , თვის ბოლოს საქართველოში 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა