ცერცვაძე: Sinovac-ის ავტორიზაცია დროის ამბავია, სავარაუდოდ 2-3 კვირის ინტერვალით მოხდება

“აქ დროის ამბავია მხოლოდ, სინოფარმმა, რამდენადაც მე ვიცი, ორი-სამი კვირით ადრე წარადგინა ჯანმოში დოკუმენტაცია, ვიდრე სინოვაკმა. ასეთივე დროის ინტერვალით სავარაუდოდ მოხდება სინოვაკის ავტორიზაცია, ახლა მიმდინარეობს პროცესი, მისცენ თუ არა სინოვაკს ავტორიზაცია.

ივნისში იწყება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში, ეს ძალიან დიდი მოვლენაა, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა ნაკრები აცრას მხოლოდ Sinovac-ით, მან ამ მიზნით 50 000 დოზა ვაქცინა შეიძინა. ახლა არა მგონია, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხვუთის ფედერაციას არჩევანი ან ხელმისაწვდომობა არ ჰქონოდა სხვა ვაქცინების, მაგრამ მან სინოვაკი აირჩია, ასე რომ, ნუ ვიტყვით, რომ Sinovac-ი სერიოზულ ქვეყნებში არ გამოიყენება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

Sinovac-ით ვაქცინაცია საქართველოში 24 მაისს დაიწყება.

banner
წინა სტატიაში“დროა”: სახელმწიფო უგულებელყოფს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბავშვებს
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი: ცინიზმია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს ციხესა და შიშზე ერთად