ცერცვაძე – სასტუმროში მოთავსებულ ყველა კოვიდინფიცირებულსა და ბინაზე მყოფთა ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სასტუმროში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და ბინაზე მყოფი პაციენტების ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ცერცვაძემ კლინკურ ჯგუფთან შეხევედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, აღნიშნული გამოკვლევებით ბინაზე და სასტუროში დატოვებული პაციენტების მოვლა გააუმჯობესდება.

„ბინაზე და სასტუმროში დატოვეული პაციენტები, ვინც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, ჩვენი გათვლით არის 75 პროცენტი, დღეისთვის 25 პროცენტის ჰოსპიტალიზება ხდება, მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მხოლოდ 15 პროცენტის ჰოსპიტალიზებას ახრეხებენ- 85 რჩება ბინაზე, 15-ის ჰოსპიტალიზება ხდება. ჩვენთან, ჰოსპიტალიზებული არის 25 პროცენტი, 15 პროცენტი რჩება ბინაზე და სასტუმროში. მაგრამ დღევანდელი სხდომა ეძღვნებოდა მთლიანად იმას, რომ ბინაზე და სასტუროში დატოვებული პაციენტების მოვლა როგორ გაუმჯობესდეს, რათა მინიმიზირებული იქნას ის რისკები, რაც იწვევს ამ ბინაზე დატოვებულებს შორის მართალია, ერთეულ, მაგრამ მაინც გარდაცვალებას.

სასტუმროში მოთავსებულ ყველა და ბინაზე დატოვებულის ნაწილს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, დ-დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. შერჩევით ეს ახლაც ტარდებოდა, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური. ასეთი ვალდებულება არ აქვს ევროპის და ამერიკის არც ერთ ქვეყანას, რომ ბინაზე დატოვებულებს ჩაუტაროს ეს სამი ძირითადი გამოკვლევა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე ოცნების შესაძლო ვაჭრობაზე: არ გამოვრიცხავ დაწყებული იყოს
შემდეგი სტატიასუს-ში ი საარჩევნო პროცესის კიდევ ერთი დამკვირვებლის გამოკითხვა დასრულდა