ცერცვაძე: საქართველო გამორჩეული იყო – ამას აღიარებდნენ როგორც ჩვენი პაციენტები, ისე უცხოელი პარტნიორები

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, საჩივრების ერთადერთი მიზეზი ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და ადამიანური რესურსების არასაკმარისი რაოდენობაა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, კოვიდინფიცირების ზრდა დრამატულად დაიწყო, პრობლემებმაც იმატა.

ამასთან, ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელთარსებული ყველა რესურსი მისაწვდომი იყოს მოქალაქეებისთვის.

ე.ი. როდესაც სამედიცინო პერსონალი პირდაპირი მნიშვნელობით თავს ევლებოდა პაციენტებს, ასეთი საჩივრები არ იყო. ახლა ამან იმატა, ალბათ, ამას აქვს საფუძველი. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ხელმისაწვდომი რესურსებით, ეს არ დავუშვათ. საფუძველი ერთადერთია – გადატვირთვა და ადამიანების არასაკმარისი რაოდენობა,“ – განაცხადა ცერცვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის მინისტრზე: პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი: ჯაფარძემ 4 პირობა წაგვიყენა – ერთერთი იყო, რომ ხალხს ნორმალურად ელაპარაკეთო