ცერცვაძე : ნუ გექნებათ განცდა, რომ ვირუსი აუცილებლად ასაკოვნებისთვის არის საშიში

არაა სწორი, თითქოს ვირუსი მხოლოდ თანმხლები მძიმე დაავადების დროს არის სარისკო პაციენტისთვის. ამის შესახებ თენგის ცერცვაძე აცხადებს.

“ნუ გექნებათ განცდა, რომ ეს ვირუსი აუცილებლად ასაკოვნებისთვის არის საშიში. 109 გარდაცვლილს შორის 17 ადამიანი იყო 60 წელზე ახალგაზრდა, დაახლოებით 15%. ამერიკის მონაცემებით კი, გარდაცვლილთა 20% 60 წელზე ახალგაზრდა იყო. არ არის ეს ცოტა.

არც ისაა სწორი, თითქოს მხოლოდ თანმხლები მძიმე დაავადების დროს არის სარისკო პაციენტისთვის. სინამდვილეში, უფრო მეტად სარისკოა იმ პაციენტებისთვის, ვინც ასაკოვანია ან თანმხლები მძიმე დაავადებები აქვს, მაგრამ მათ შორის სასიკვდილო რისკიც კი არ არის გამორიცხული ახალგაზრდებისთვის და იმათთვის, ვინც ამ მომენტისთვის ჯანმრთელია და არ აქვს თანმხლები დაავადებები. ”-ამბობს, თენგიზ ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაშიილჰამ ალიევი – ომის დასრულების შემდეგ, მსოფლიო შეიცვლება
შემდეგი სტატიაცერცვაძე : მივმართავ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ჩააბარონ სისხლის პლაზმა