ცერცვაძე: ნუ ჩავიციკლებით „ფაიზერზე“ ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით

gulis eleqsiri

როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეტაპობრივად „ფაიზერის“ ვაქცინის საკმაო რაოდენობა შემოდის. ამასთან, მან მოუწოდა მოსახლეობას, აიცრან ნებისმიერი ვაქცინით, რადგან აცრილ ადამიანებს დაავადება იოლად გადააქვთ.

„ნუ ჩავიციკლებით „ფაიზერზე“. ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველა ვაქცინა კარგია. როდესაც ჩვენთან ორჯერ ვაქცინირებული პაციენტები ხვდებიან, სულ ერთია იგი, რომელი ვაქცინითაა აცრილი, ყველა მათგანს ძალიან იოლად გადააქვს დაავადება. არცერთი სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ჩინური წარმოების ვაქცინებით აცრილებს უფრო ცუდი შედეგები აქვთ, ვიდრე სხვა ვაქცინებით ვაქცინირებულებს. ასე, რომ ავიცრათ ნებისმიერი ვაქცინით. მანამდე კი სანამ ვაქცინაცია თავის შედეგს არ გამოიღებს და ეს 2-3 თვის შემდეგ იქნება, მანამდე მასიურად ვატაროთ პირბადე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე, მე ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს
შემდეგი სტატიაილია მეორე, არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი) გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს