ცერცვაძე: ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

“ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. აქამდე იყო ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ახლა დაემატა ამას პოლიტიკური მოტივაციებით მიტინგები, თანაც არაერთი. საქართველოში არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ძნელი იყოს პანდემიის მართვა და შემთხვევებმა კიდევ მოიმატოს. მოსახლეობამ გააცნობიეროს, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ.

პირველ რიგში 40-50 ათასი კაცი მივიდეს ვაქცინაციაზე და არა 3-4 ათასი, ამას ხომ არაფერი უნდა. თქვენ ნახეთ იტალიაში რა იყო? დიდი მიტინგები იყო და სახელმწიფო დასჭირდა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, რომლებიც წინააღმდეგი იყვნენ ამ მწვანე პასპორტების. ახლა ამ პოლარიზებულ სიტუაციაში კიდევ რომ მწვანე პასპორტისთვის წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა ხელისუფლებას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა? “- განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, რუსთავის ციხესთან პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა
შემდეგი სტატიატრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კალათბურთელს ბრალი დაუმძიმდა