ცერცვაძე: დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს

დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე ტალღა იყო, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საგანგაშოა.

„ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა. ასეთი კატასტროფულად მაღალი შემთხვევებისთვის, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ გარდაცვალების ძალიან დაბალ პროცენტს, თუმცა ეს დაბალი პროცენტი აბსოლუტურ რიცხვებში გამოხატული, მაინც დიდია. დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე ტალღა იყო. კატეგორიული უარი გვაქვს ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 ათასი ვაქცინა ტარდება და ეს არის მიზერული რიცხვი. მეორე მხრივ უარია პირბადის ტარებაზე. 45 %-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი საქართველოში. მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა წავიდეს არა შეზღუდვებზე, არამედ – არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წინა სტატიაში“მიშას დროა…მისი შრომის, რეალიზების და ჩვენი ქვეყნისთვის დახარჯვის დროა”
შემდეგი სტატიაგვარამია: ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი