ცერცვაძე – ცეცხლს ნუ ვეთამაშებით, ​ნუ უსმენთ დემაგოგიას, ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა​

დღეს კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა და გთხოვთ, ნუ უსმენთ დემაგოგიას, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ჩვენ დღეს გვქონდა კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი პიკი. გარდაიცვალა სულ ორი ადამიანი. მოდით, შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. გთხოვთ ყველას, გეხვეწებით, თავი დაანებეთ, ნუ უსმენთ დემაგოგიას, მოუსმინეთ სხვა რაღაცაში, ის არ იქნება ისეთი სახიფათო. კოვიდთან ნუ ვხუმრობთ, ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. ყველამ გავიკეთოთ ვაქცინა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე – არაკეთილმოსურნე ადამიანები ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებისთვის იყენებენ
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს