ცერცვაძე: ამდენი შემთხვევის ასეთი მართვა ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო

“კლინიკა მუშაობს გამართულად, ისე გამართულად, რომ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს ხელა ქვეყანამ 4 მილიონი მოსახლეობით, სერიოზული შეფერხებების გარეშე მართოს 39 000 აქტიური შემთხვევა. 6 400 აქედან ჰოსპიტალიზებულია, 2 500-თვის არის სასტუმროები გარანტირებული, დანარჩენი ბინაზეა და ბინაზეც მართავენ ონლაინ საავადმყოფოები, ოჯახის ექიმები.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აი ასეთი ჩავარდნების გარეშე მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ მოუხერხებია, მართალია ახლა აღარ აქვთ პიკი, ამდენი შემთხვევა ვაქცინაციის გამოც, მაგრამ მეორე პიკის დროს, მე ზუსტი მონაცემები მაქვს, იმ ქვეყნებში, სადაც შემთხვევების ასეთი დიდი რაოდენობა იყო სამართავი, მედიცინა იყო ჩამოშლის პირზე. ლოს ანჯელესში, პარიზში სტოკჰოლმში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდათ.”- ამბობს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

banner
წინა სტატიაში„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა
შემდეგი სტატიახმალაძე – ეს არ იყო გაფიცვა, ეს იყო თანამშრომლებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა