ცერცვაძე 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე: ჩვენთან რომ 1 ხდება, უცხოეთში 5-10-ია ასეთი შეცდომა

“ამ შემთხვევაზე მოკვლევაა დაწყებული, შეიძლება გამოვლინდნენ ბრალდებული პირები და ისინი დაისჯებიან, მაგრამ თქვენ თქვით 1, 3, თუ გინდათ 10, თუ გინდათ 30, მე გეუბნებით და სადაც გინდათ იქ დაგიმტკიცებთ, რომ ყოველ ერთ ასეთზე საქართველოში, მოდის 5 და 10 ასეთი შეცდომა, თუ ეს შეცდომა იყო ან ვთქვათ, ობიექტური სიძნელით გამოწვეული ტრაგედია, ევროპის ყველა განვითარებულ და ამერიკის ქვეყნებში. თვითონ პროცესი კოვიდის პანდემიის, იმდენ სიძნელეს შეიცავს, რომ მასთან გამკლავება ასეთი ტრაგიკული შემთხვევების გარეშე და ზოგჯერ ალბათ შეცდომების გარეშე, ექიმებიც ადამიანები არიან, შეუძლებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი ავადმყოფების რაოდენობას, 15-16 ადამიანი გვყავს სულ გარდაცვლილი და ათასობით არის ევროპაში და ამერიკაში, როგორ მივიღო კრიტიკა ამაზე?”-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში 19 წლის გოგოს, თეკლა თორდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიუეს მიტჩელი – თუ ნატო-ს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს, მაშინ ეს უნდა დაიწყოს პარტნიორების დაფინანსების და მათთან კომუნიკაციის მიმართ უფრო სისტემური და სტრატეგიული მიდგომით
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: პლებისციტი რომ ხელისუფლების შემოგდებული საკენკია, ვერ ხვდებით?!