ცენტრპოინტის მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცლებს

ცენტრპოინტის მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი განცხადებას ავრცლებს. “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ  მარიამ ჩიმაკაძეს ფეისბუქ ფოსტს.

“მოგესალმებით, ძვირფასო დაზარალებულებო!
როგორც ხედავთ მთავარმა არხმაც მოიცალა ცენტრპოინტისთვის და მისი დაზარალებულებისათვის. ანონსი, რომელიც გავიდა დღეს – არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, წმინდა წყლის დემაგოგია, მიმართული პროექტების ჩაშლისაკენ. ახლა, როცა ძალიან მალე უნდა განახლდეს მშენებლობები ყველა მიმართულებით, თითქმის ყველა პრობლემა იურიდიულად და დოკუმენტაციურად გადაწყვეტილია ბატონი კახი კალაძისა და ბატონი ილია ელოშვილის ძალისხმევით – პოლიტიკური ნიშნით, მედიასაშუალების გამოყენებით ბინძურად ადანაშაულებენ ამ ქვეყანაში თვალსაჩინოდ საქმის გამკეთებელ სტრუქტურას . ჩვენ , ცენტრპოინტის მიერ დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფი, არ მივცემთ მავანს იმის უფლებას, რომ ეს გაუგონარი სიცრუე და მავნებლობა სიმართლედ წარმოაჩინოს! თუ საჭირო გახდება – ბრიფინგსაც მოვიწვევთ და გვექნება მწვავე პასუხი აღნიშნულ დეზინფორმაციაზე.
აქვე, ვითხოვთ ცენტრპოინტის დამფუძნებლის იურისტისაგან ახსნა-განმარტებას: დააფიქსიროს ამ კომპანიის პოზიცია ღიად და საჯაროდ, აღნიშნულ ანონსთან დაკავშირებით.
კიდევ გავმეორდები და დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის სახელით ვაცხადებ: ვერ მოხდება და არ დავუშვებთ გამოიყენოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ცენტრპოინტის პრობლემა პოლიტიკური ნიშნით!ჩვენს უკან დგას ათასობით ოჯახი: მოხუცი, ახალგაზრდა და ბავშვი აქ თუ ქვეყნის გარეთ. მტანჯველი 15 წლის შემდეგ , გვეღირსა და მართლაც ცპ-ს დამფუძნებელი ხელს აწერს ციხეში ჩვენი დაკმაყოფილების მიზნით მემორანდუმებზე, რაც მშენებლობების ნებართვების გაცემის წინ დასრულდება ქონების გადაცემით დეველოპერებისათვის. ასევე, ჩვენი დაკმაყოფილებისათვის, ქალაქის მერის ინიციატივით, დაიშვა გამონაკლისები პრეფერენციების სახით და გროვდება თანხები(მილიონები) ობიექტების დასრულებისათვის. ამის დაუნახაობა უბრალოდ სირცხვილია და მოგიწოდებთ ყველას დააფიქსიროთ თქვენი აზრი აღნიშნულთან დაკავშირებით”,-წერს  მარიამ ჩიმაკაძე.

banner
წინა სტატიაშითბილისში, აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიაფოთში, ძლიერი შტორმის შედეგად კუნძულის უბნის სანაპირო დაიტბორა