ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ. საქართველოში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა.

2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ასეთია:

„№1 – მთაწმინდა, კრწანისი №2 – შალვა შავგულიძე – 8.43% (1727) №41 – ბექა ოდიშარია – 91.57% (18 769);

№2 – ვაკე №2 – ელენე ხოშტარია -6.28% (1 378) №41 – ნოდარ ტურძელაძე -93.72% (20 549);

№3 – საბურთალო №24 – ალექსანდრე ელისაშვილი-10.08% (2770) №41 – დავით სერგეენკო-89.92% (24697);

№4 – ისანი №5 – ხატია დეკანოიძე – 7.85% (1879), №41 – კახა კახიშვილი -92.15% (22055);

№5 – სამგორი №5 – ლევან ხაბეიშვილი – 11.32% (3573), №41 – სოზარ სუბარი -88.68% (27993);

№6 – დიდუბე, ჩუღურეთი №36 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 10.05% (3188), №41 – გიორგი ვოლსკი 89.95% (28522);

№7 – ნაძალადევი №10 – შალვა ნათელაშვილი -8.6% (2223), №41 – მიხეილ ყაველაშვილი – 91.4% (23629);

№8 – გლდანი №5 – ნიკანორი მელია – 10.64% (3032), №41 – ლევან კობიაშვილი 89.36% (25474)

№10 – თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი №5 – გიორგი ბოტკოველი 11.17% (5608), №41 – ირაკლი ქადაგიშვილი 88.83% (44616);

№11 – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი №5 – ცეზარი ჩოჩელი – 7.47% (2076), №41 – შალვა კერესელიძე -92.53% (25728) №12 – რუსთავი, გარდაბანი;

№5 – დავით კირკიტაძე- 10.21% (4012), №41 – ნინო ლაცაბიძე -89.79% (35297);

№16 – ხაშური, ქარელი №5 – ნატო ჩხეიძე -8.28% (2763), №41 – ზაალ დუგლაძე – 91.72% (30 602) ;

№21 – ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი №5 – კახა გეწაძე – 8.06% (3488), №41 – ბეჟან წაქაძე – 91.94% (39810);

№23 – ქუთაისი №5 – გრიგოლ ვაშაძე – 8.08% (2626), №41 – ზაზა ლომინაძე -91.92% (29866);

№27 – ზუგდიდი №5 – მალხაზ ჯალაღონია – 6.12% (2064), №41 – ირაკლი ჩიქოვანი -93.88% (31678);

№28 – ბათუმი №5 – ლევან ვარშალომიძე -12.19% (4172), №41 – რესან კონცელიძე -87.81% (30057) №30 – ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო;

№5 – მიშა ბოლქვაძე -11.81% (4293), №41 – ანზორ ბოლქვაძე -88.19% (32062).

ამასთან, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქუთაისში, სადაც ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, იოსებ ხახალეიშვილს („ქართული ოცნება“) 92.02 პროცენტი აქვს (29911),

გრიგოლი შუშანიას -7.98 პროცენტი, იოსებ ხახალეიშვილს – 92.02 პროცენტი (29911).

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 93.88% მიიღო
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: ჩემს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ ვიყო თითოეული ზუგდიდელის კეთილსინდისიერი ხმა საქართველოს პარლამენტში