ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ცესკო-ში დღის განმავლობაში 6 საინფორმაციო ბრიფინგია ჩანიშნული. პირველი ნახევარ საათში დაიწყება, ბოლო ბრიფინგი კი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, 20:30 წუთზე უნდა შედგეს. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ბრიფინგების განრიგი შეიცვლება.

„3703 საარჩევნო უბანი მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად. მთელი დღის განმავლობაში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს მედია ცენტრი. მედიაცენტრში ჟურნალისტები და ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიიღებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. პერიოდულად, გაიმართება ბრიფინგები და ჩვენ საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე უკვე დააფიქსირა
შემდეგი სტატიაარჩევნებში გამოვლნილ დარღვევებს “გაერთიანებული ოპოზიციის” ვებ-საიტი დააფიქსირებს