12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის
მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2001
წელს დაბადებული ე.ო. დააკავეს.

დაკავებული მამაკაცი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ, საბრძოლო მასალის
უკანონო შეძენა – შენახვის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების და ნივთის
დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ე.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმში ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 38 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაარქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი)-დებატების თემა შემთხვევითი არ არის და არც კობახიძეს მოფიქრებულია