11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი
ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1984 წელს დაბადებული
ს.ე. დააკავეს.

დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის
საფუძველზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მკვლელობის
ფაქტებზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ს.ე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდააკავეს პირი, რომელმაც თბილისში, ერთ-ერთ ბინაში უკანონოდ შეაღწია და 10 000 ლარის ნივთები მოიპარა
შემდეგი სტატიასაკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გაიზარდა სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევებზე