8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო
დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული თ.ფ. ბათუმში დააკავეს.

დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის
საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სექსუალური ხასიათის
ძალადობისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შემდეგი სტატიამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს