3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი
ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1996 წელს დაბადებული
ჰ.ო. დააკავეს.

დაკავებული ჰ.ო. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების
მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის,
ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ჰ.ო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია ერთი პირი