26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის
წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულები თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი
ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის
ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად სხვადასხვა დროს ოზურგეთსა და ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო
პროცედურები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი