13.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 19, 2026
banner

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და
რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე – 2005
წელს დაბადებული დ.ნ. ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის
შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის
საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლების მე-3
და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – დაკავებულია 2 პირი
შემდეგი სტატია„რადიო თავისუფლება“: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი, 27 წლის ახალგორელი თამაზ გოლოევია