9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის
მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო
შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის
რესპუბლიკის მოქალაქე, 1993 წელს დაბადებული ე.ა. ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი დროებითი საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკის შედეგად, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით
სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ
შორის: „კოკაინი“, „მეთადონი“, „პრეგაბალინი“, „ექსტაზი“ და „გამომშრალი
მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია
ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 260-ე კვარტა
მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: “ ირანის სკოლაზე თავდასხმა, შესაძლოა, სხვა ქვეყნებმა განახორციელეს”
შემდეგი სტატიაცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს