5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ კილოგრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1992 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
შემდეგი სტატიაირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი – „ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარჭეს და ჩვენც მათ გულში დანას ჩავარჭობთ”