16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მის მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული 17 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშიდა ქართლის პოლიციამ ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაქარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა