ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება – უნგრეთის პრემიერი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 21, 2017 13:19

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება – უნგრეთის პრემიერი

უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს საფრთხე არ ემუქრება, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ – „ამის თაობაზე ბევრი ინფორმაცია მინახავს. მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ამაზე მიდის საუბარი და მოლაპარაკება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა დასმული კითხვის საპასუხოდ.

უნგრეთის პარლამენტმა უცხოური უნივერსტიტეტების შესახებ კანონპროექტი 3 აპრილს მიიღო და სწორედ ამ კანონის მიღების შემედგ გახდა “სოროსის უნივერსიტეტის” დახურვა შესაძლებელი. უნივერსიტეტის დახურვას ბუდაპეშტში აქციები მოყვა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 21, 2017 13:19