ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაგეგმილი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. ქართულმა მხარემ სავარაუდო დაზარალებულებთან გამოკითხვა ადგილობრივი გამომძიებლების, ადვოკატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თანდასწრებით ჩაატარა.

გაეროს მისიისა და ბანგის არასამთავრობო სექტორის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილზე საგამოძიებო ჯგუფის მიერ სავარაუდო დაზარალებულთა გამოკითხვის პროცესი სამი დღე გაგრძელდა. შემდეგ კი, მხარეებმა ფოტოსურათებით ამოცნობისა და სავარაუდო დაზარალებულების ჩვენების ადგილზე შემოწმების პროცედურები ჩაატარეს. ქართულმა მხარემ საგამოძიებო პროცესი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორთან შეთანხმების შესაბამისად განახორციელა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში უცხოელი სამხედროების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოში გაგრძელდება და გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღება.

banner
წინა სტატიაშიკურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“
შემდეგი სტატიაგიორგი ისაკაძე: მე ბიზნესკონტაქტი საქმიანი დილა დახურვისთვის არ შემიქმნია