ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ძლიერი ქარიშხალი ერლი დაატყდა თავს

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ძლიერი ქარიშხალი ერლი დაატყდა თავს. სტიქიამ პირველი ბელიზი დააზარალა.

ამ დროისთვის ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევს. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის შესახებ გააფრთხილა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარიშხალი, ჰონდურასისა და ჩრდილოეთ გვატემალის გავლით, მექსიკასაც გადაუვლის, სადაც სტიქიასთან საბრძოლველად უკვე ემზადებიან.
მექსიკაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
ბელიზის მთავრობა შესაძლო მეწყერებსა და წყალდიდობებზე აკეთებს გაფრთხილებას, ასევე, პრობლემები შეიქმნება ელექტრომიწოდების სისტემაში, დაზიანდება სახლები.

ძლიერი წვიმებია მეზობელ გონდურასში. ამინდი გაუარესდება გვატემალასა და მექსიკაში – “ბიბისი” წერს.
ბელიზას მოსახლეობას, რომლებიც ნაპირთან ახლოს ცხოვრობენ, შტორმის შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის დატოვებას და დროებით თავშესაფარში გადასვლას სთავაზობს ხელისუფლება.
დაკეტილია საერთაშორისო აეროპორტი, ეროვნული პარკი და ნაკრძალები.

შტორმის მოახლოებასთან დაკავშირებით სამხრეთ მექსიკის რამდენიმე შტატმა უკვე გამოაცხადა განგაში.
ჰაიტსა და დომინიკის რესპუბლიკაში ქარიშხლის გამო მინმუმ 9 ადამიანია გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვის დაფიქსირებისას სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკონ
შემდეგი სტატია“ბოკო ჰარამის” ლიდერი ამბობს, რომ მას უღალატეს