ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ნომრების წილისყრა დასრულდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ნომრების წილისყრა დასრულდა. პროცედურის მიზანი იყო საარჩევნო ნომრების მინიჭება იმ პარტიებისთვის, რომლებსაც კანონიდან გამომდინარე, არ ჰქონდათ საარჩევნო ნომრები.

ამ დრომდე ნომრის გარეშე 26 პარტია იყო დარჩენილი. დღეს ცესკოსი წილისყრა გაიმართა, სადაც პოლიტიკურმა სუბიექტებმა საკუთარი ნომრები ლოტოტრონიდან თავად ამოიღეს.

კენჭისყრის შედეგად სხვა პარტიებთან ერთად გაირკვა შემდეგი პარტიების საარჩევნო ნომრები:

თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის – 7

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 19

თავისუფალი დემოკრატები – 27

საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 10

ეროვნული ფორუმი – 26

ქართული დასი – 4

საქართველოს კომუნისტური პარტია სტალინელები – 12

თოფაძე – მრეწველები – 19

banner
წინა სტატიაშიშსს ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჩვენ გვაქვს შესანიშნავი დიალოგი ქართველ მუსლიმებთან და მათთან ერთად გადავწყვეტთ, რა უნდა გავაკეთოთ