ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას ამომრჩეველთა აქტივობის,კენჭისყრის მიმდინარეობისა და ამ დროისათვის არსებული საჩივრების შესახებმიაწოდა ინფორმაცია.„წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით. ამდროისათვის ამომრჩეველთა აქტივობა 20.74% -ია (443 963 ამომრჩეველი).

ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში დაფიქსირდა, 30-ე მაჟორიტარულსაარჩევნო ოლქში, რომელშიც შედის ქედის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოსმუნიციპალიტეტები, მისული ამომრჩევლების რაოდენობა რეგიონში – 30 162-ია.ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ნაძალადევში (№7 მაჟორიტარულისაარჩევნო ოლქი) – 16% (21. 641 ამომრჩეველი)“, – განაცხადა პრეს -სპიკერმა.

მისივე თქმით, თუ შევადარებთ ამომრჩეველთა აქტივობას 2016 წლის არჩევნებისმეორე ტურს, 2016 წელს დაფიქსირდა 30.99% (767 907 ამომრჩეველი). რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნოკომისიებში შესულია 5 საჩივარი. 3 საჩივარია ზუგდიდში და ეხება პროცედურულხარვეზებს: რეგისტრატორის ფუნქციის არაჯეროვნად შესრულებას, გადასატანიყუთის საკითხს და წილისყრის პროცედურების დარღვევას. ბათუმში ფიქსირდებაერთი საჩივარი ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის თაობაზე; ისანშიც ასევე ერთისაჩივარია წარდგენილი, რომელიც ეხება დამკვირვებლის უფლებებს.

ყველასაოლქო საარჩევნო კომისია შეისწავლის საჩივრებს და რა თქმა უნდა, საარჩევნოადმინისტრაციის მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება.შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე და დაიწყება ხმისდათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ,კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, ოქმებიგადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ შემაჯამებელოქმებს ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში.

საუბნო შემაჯამებელიოქმები მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. „ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნებისწინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირებისსაშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოსFacebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება.კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი რჩება. კიდევ ერთხელმოგიწოდებთ, – იაქტიურეთ და მიიღეთ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურშიმონაწილეობა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო – „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში მოცემული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირება ექნება
შემდეგი სტატიაგლდანში რეგისტრირებული 145 978 ამომრჩეველიდან ამ ეტაპზე ხმა მხოლოდ 24 165 ადამიანმა მისცა