ცენტრალურ იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დანგრეულია შენობები

ცენტრალურ იტალიაში მომხდარმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია. როგორც იტალიის საგანგებო სამსახურები აცხადებენ, დანგრეულია ბევრი შენობა. სოციალურ ქსელებში მიწისძვრის შედეგების ამსახველი ფოტოები ქვეყნდება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ქალაქ არკუანტა დელ ტრონტოს მერი ალეანდრო პეტრუჩი აცხადებს, რომ ქალაქი მთლიანად განადგურებულია.

“ყველაფერი დაინგრა, ქალაქი აღარ არსებობს”, – განაცხადა მერმა გამცოემა The Guardian-თან საუბრისას.

ბოლო მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძების სიმძლავრე 6,6 მაგნიტუდას შეადგენდა.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერუჯადან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 68 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

26 ოქტომბერს იტალიის ცენტრალურ ნაწილში ორი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაინგრა შენობები და დაშავდა ათობით ადამიანი.

24 აგვისტოს ცენტრალურ იტალიაში მომხდარ მიწისძვრას კი 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიანა მიქელაძე : ცესკო-ში ამ ეტაპზე ორი საჩივარია შესული
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა