ცენტრალურ ჩინეთში ძლიერი წვიმების შემდეგ მასშტაბური წყალდიდობები დაიწყო

უკანასკნელი ათეული წლების მანძილზე ყველაზე ძლიერი წვიმების შედეგად ცენტრალურ ჩინეთში წყალდიდობები დაიწყო. ქალაქ ჩჟენჩჟოუში, სადაც მოსახლეობა ათი მილიონია, 21 ივლისს წყალსაცავი გოცზიაცზიუ დაზიანდა, წყალმა მოულოდნელად მეტრო დაფარა, ასობით ადამიანი აღმოჩნდა გვირაბებში. ჩინური მედიის ინფორმაციით, დაღუპულია მინიმუმ 12 მათგანი. “ალჯაზირა” 25 გარდაცვლილზე წერს.
მეტროსადგურიდან დაახლოებით 500 პირის ევაკუაცია მოხდა. უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს დაახლოებით 200 ათასი პირი. მათ შორის, საუნივერსიტეტო საავადმყოფოს 600 პაციენტი.

ქალაქის მტავრობის ინფორმაციით, სტიქიური უბედურებისგან 36 ათასი ადამიანი დაშავდა. ხენანის პროვინციაში საგანგებო სიტუაციის პირველი დონე შემოიღეს. ეროვნული საფრთხის დონე მესამედან მეორეზე გადაიყვანეს.
პროვინციის კრიზისულმა შტაბმა განაცხადა, რომ ასეთი ძლიერი წვიმები ას წელიწადში ერთხელ მოდის.

banner
წინა სტატიაშიFacebook-ზე უნებართვოდ შეღწევა და თანხის დაუფლება – დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
შემდეგი სტატიაილია მეორე: ქალბატონ ნანის დრომ თითქოს გვერდი აუარა-პატრიარქი ნანი ბრეგვაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს