“ცენტრ პოინტის” საქმის „მიონის” ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

“ცენტრ პოინტის” საქმის მიონის” ეპიზოდზე ბრალდებულები, მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი ებანოიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელი პროცესზე არ გამოცხადებულან მაია რჩეულიშვილი და ქეთევან ჟორდანია.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. რაც შეეხება ქეთევან ჟორდანიას აღნიშნულ საქმეზე მას საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ტაბლიაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა გუშინ საბოლოოდ გააქარწყლა რამდენიმე ეჭვი
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე ივანიშვილის ინტერვიუზე – ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც გრძნობს, რომ ძალაუფლებას კარგავს და ყველამ ზურგი აქცია