თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე დამატებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტი“ ჯგუფის საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს. 2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია რ. და რუსუდან კ. , მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.