“ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, “ცენტრ პოინტის” საქმე არსებით განხილვის ეტაპზე გადავიდა.

წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლო მხარეების მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის სამი შუამდგომლობა, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით შეცვლის შესახებ.

წინასასამართლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა ბრალდებული მაია რჩეულიშვილი.

გუკა რჩეულიშვილის ადვოკატის, ქეთევან ჩომახაშვილის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება, დაცვის მხარეს კი სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ არსებით განხილვაზე გურამ რჩეულიშვილის უდანაშაულობის მტკიცება გააგრძელოს.

“ბრალდების მხარის ფორმულირებაში მოყვანილი ბრალდებები, მხოლოდ ბრალდების მხარის მოსაზრებას ეყრდნობა და არა მტკიცებულებებს”,- აცხადებს გურამ რჩეულიშვილის უფლებების დამცველი.

ბრალდების მხარის მტკიცებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ყველა ის მტკიცებულება, რომლითაც პროკურატურა ბრალდებულების ბრალეულობას ადასტურებს.

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდების მხარე კმაყოფილია.

პროკურატურა ბრალდებულებს “ცენტრ-პოინტის” მიერ დაგეგმილი “თეთრი მაგნოლიის” მშენებლობის პროცესში მენაშენეთა კუთვნილი 20 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავება.

აღნიშნულ საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 17 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
შემდეგი სტატია„პირველი მომხმარებელი“ – ირაკლი ლექვინაძე ელექტრომობილების დამტენ სადგურთან არსებული რიგების ფოტოებს აქვეყნებს