“ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. “ბათუმის მაგნოლიას” ეპიზოდზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის სამი მოწმე დაიკითხა. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო, ისინი თავს დაზარალებულებად არ მიიჩნევენ.
მათი თქმით, “ცენტრ პოინტთან” არავითარი პრეტენზია არ აქვთ.
მოწმეების ნაწილმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ არ იყვნენ ინფორმირებულები პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობის თაობაზე და არანაირი ოფიციალური დოკუმენტი ამის თაობაზე არ მიუღიათ.