„ცენტრ პოინტის” საქმე – მაია რჩეულიშვილის განაჩენი დღეს გამოცხადდება

„ცენტრ პოინტის” საქმეზე „მიონის” ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და ქეთევან ჟორდანიას მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება. პროცესზე თავად რჩეულიშვილი არ გამოცხადდა.

მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. დღევანდელ სხდომაზე უნდა წარმოეთქვა საბოლოო სიტყვა თავად ბრალდებულსაც

გასული სხდომა სწორედ მისი გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. მოსამართლე გიორგი ებანოიძემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ბრალდებული კვლავ არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, პროცესს აღარ გადადებდა.

დასკვნითი სიტყვების შემდეგ მოსამართლე სათათბიროთ გავა.

აღნიშნულ საქმეზე ასევე ბრალდებულია ქეთევან ჟორდანიაც, რომელსაც საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული.

მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 წლის მოზარდი დაშავდა
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: ინტერვიუს შინაარსი თავისუფლად შეგვიძლია ჩავატიოთ ერთ აბზაცში