“ცენტრ პოინტის” საქმე – ირაკლი მინდელმა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი აღიარა

„ცენტრ პოინტ აჭარას” ყოფილმა დირექტორმა ირაკლი მინდელმა პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებული ბრალი დღევანდელ პროცესზე აღიარა.
მინდელის თქმით, ის არ ადასტურებს მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებასა და გაფლანგვას, თუმცა ამის მიუხედავად, თავს დამნაშავედ ცნობს.
ამის შემდეგ რჩეულიშვილების ადვოკატები დაინტერესდნენ, რატომ შეცვალა პოზიცია ბრალდებულმა, ვინაიდან აქამდე ბრალს არ აღიარებდა.
„ცენტრ პოინტ აჭარას” ყოფილი ხელძღვანელს ირაკლი მინდელს პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად მენაშენეთა კუთვნილი, მილიონზ ლარზე მეტის მითვისებასა და გაფლანგვას ედავება.

banner
წინა სტატიაშიხულოში ზვავი, შუახევში კი – მეწყერი ჩამოწვა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოთხოვნას სქესის ნიშნით დისკრიმინაციად მიიჩნევს