,,ცენტრ პოინტის” ადვოკატისთვის გაუგებარია რის საფუძველზე გაიცა დაკავების სანქცია

ცენტრ პოინტის თანამშრომლების დაკავებაზე კომენტარი გააკეთა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე გაიცა დაკავების სანქცია, რადგან ადვოკატის თქმით, 4 წლის განმავლობაში პრობლემა არ ყოფილა გამოძიებასთან თანამშრომლობის და კომუნიკაციის.
,,4 წლია უკვე გამოძიება მიდის. მიმდინარეობს ინტენსიური თანამშროლობა ცენტრ პოინტის ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების გამოძიებასთან. თუ რამე გასარკვევი ჰქონდათ, დაუძახებდნენ და თავის ფეხით მივიდოდა ყველა. გაუგებარია, მოსამართლემ რის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ უნდა დაეკავებინა. 4 წლის განმავლობაში მე ვიცავ ქალბატონ მაიას და რუსუდანს და არანაირი პრობლემა გამოძიებასთან თანამშრომლობის და კომუნიკაციისა არ ყოფილა, მათ შორის ბათუმის მაგნოლიაზეც“ – აცხადებს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის დაკავებულია ,,ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორი, ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი.

banner
წინა სტატიაშივახტანგ რჩეულიშვილი “ცენტრ პოინტის” საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს შეხვდა