,,”ცენტრ პოინტი” m²-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი კი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდებიან

“ცენტრ პოინტი” M2-სთვის საკუთარი აქტივების გადაცემას იწყებს. როგორც ჟურნალისტებს “ცენტრ პოინტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა, მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებული წინაპირობების 80% შესრულებულია, დარჩენილ 20%-ს კი “ცენტრ პოინტი” უახლოეს 10 დღეში შეასრულებს.

რჩეულიშვილის თქმით, 10 დღეში M2 სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს, ამის პარალელურად კი მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება და ისინი საპატიმროს დატოვებენ.

“ორ კვირაში M2 დაიწყებს სამუშაოებს რამდენიმე ობიექტზე. ამ სამუშაოების წარმოებისთვის “ცენტრ პოინტი” M2-ს თავისუფალ აქტივს გადასცემს. მარტივად რომ ვთქვათ, “ცენტრ პოინტი” ქირაობს M2-ს სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად, თუმცა თანხის ნაცვლად მისცემს თავისუფალ ობიექტებს. პირველ ასეთ აქტივს ორ კვირაში გადავცემთ. მშენებლობის წარმოების პარალელურად კი მაიასთან და რუსიკოსთან გაფორმდება საპროცესო შეთანხმება და ისინი საპატიმროს დატოვებენ”, – განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, თითქოს ხელისუფლებას რომელიმე ტელევიზიის მითვისება სურს”
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყებას გეგმავს