ცენტრ „ემპათიის“ რეანიმატოლოგი ლევან ბესელია: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე

ცენტრ „ემპათიის“ რეანიმატოლოგი ლევან ბესელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე.

როგორც ლევან ბესელიამ მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს კრიტიკულადაც.

„პაციენტს ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდიც. საკმაოდ ხანგრძლივი გონების კარგვის ეპიზოდი და ცნობიერების მკვეთრი დაქვეითების პერიოდში იმყოფება ის ახლაც. გონზეა, თუმცა პერიოდულად არ არის პაციენტი იმ ცნობიერებაზე, რომ ადეკვატურად უპასუხოს ყველა შეკითხვას. გარდა ამისა, უკვე არა მოსაზრებით, არამედ ინსტრუმენტულად დადასტურებული, ღრმა ჰიპოვოლემიური მდგომარეობა. პრაქტიკულად ქვემო ღრუ ვენა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტული მარკერია ბოლემიური სტატუსის შეფასებით, ეს არის ძალიან კრიტიკულ ზღვარზე. 80 პროცენტზეა კოლაბირებს ქვემო ღრუ ვენა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის იმყოფება ღრმა ჰიპოვოლემიურ მდგომარეობაში. პაციენტთან გამოხატულია დიარეა, საკმაოდ მძიმე ფორმით გამოხატული დიარეაა. ამ ფონზე პაციენტთან უკვე შემცირებულია დიურეზი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ადეკვატურად ვერ შარდავს. ჰიპოვოლემიის თანხლება დიარეასთან, ეს არის უმძიმესი წინაპირობა ღრმა და მძიმე ჰიპოვოლემიური შოკის განვითარების. პაციენტი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას სამოქალაქო ტიპის დაწესებულებაში, საავადმყოფოში გადაყვანას, სადაც სულ მცირე იმის საშუალება იქნება, რომ ჩატარდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა. პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა. პაციენტს სჭირდება მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“, – განაცხადა რეანიმატოლოგმა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია გონების კარგვის განმეორება, ასევე ნებისმიერი ტიპის გართულება.

„შეიძლება გონება დაკარგოს და გონებაზე ვეღარც მოვიდეს. ხაზგასმით გამოსაკვლევია თავის ტვინის მდგომარეობა. რეალურად დიაგნოზი ვერ არის დასმული და სამწუხაროდ, არც იმის საშუალება არ არის, რომ დიაგნოზი დაისვას. ძალიან მოხარული ვარ, რომ პაციენტთან იმყოფება რესპუბლიკურიდან გადმოსროლილი საკმაოდ კვალიფიციური ექიმები, თუმცა მას ამ სიტუაციაში ერთი ან ორი ექიმი ფიზიკურად ვერ მართავს. მას სჭირდება პოლიპროფილური კვლევები“, – განაცხადა რენიმატოლოგმა.

banner
წინა სტატიაშიმარიამ ჯიშკარიანი: “პაციენტზე გადაწყვეტილებებს იღებს არა სამედიცინო პერსონალი, არამედ შავ ფორმაში ჩაცმული ადამიანები”
შემდეგი სტატიაგადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრფოდ! – ელენე ხოშტარია მედიკამრტოზურ მკურნალობას აჩერებს