ცენტრ „ემპათიას“ VI შემაჯამებელი დასკვნის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა

ცენტრ „ემპათიას“ VI შემაჯამებელი დასკვნის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

დოკუმენტში, რომელსაც ხელს ექსპერტთა ჯგუფის სრული შემადგენლობა აწერს, ვკითხულობთ:

„პაციენტს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მე – 3 პრეზიდენტს, ამჟამად პატიმრობაში მყოფს, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგად გახანგრძლივებული შიმშილობის შედეგად განუვითარდა შემდეგი დიაგნოზები:

1️⃣ Victims of torture and ill-treatment – Z 65.4 (წამების მსხვერპლი) (ნეიროლეფსიურ სინდრომზე) – ICD თავი Y 40 – 59: სამკურნალწამლო საშუალებები, მედიკამენტები და ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც წარმოადგენს არასასურველი რეაქციების მიზეზს მათი თერაპიული გამოყენების დროს: Y 49.5. სხვა ანტიფსიქოზური და ნეიროლეფსიური საშუალებები (Other antipsychotics and neuroleptics).

2️⃣ Effects of hunger: T73.0. (შიმშილობის ეფექტი/შედეგი)

მწვავე პერიოდში:

ვერნიკეს ენცეფალოპათია – E 51.2.  გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით 20 წთ-ის განმავლობაში – დაუდგენელი და სხვა კონვულსიები – R 56.8.

დელირი, დემენციის ფონის გარეშე აღმოცენებული (მწვავე ორგანული ფსიქო – სინდრომი) – F 05.0.

ჰიპოვოლემიური სინდრომი (გაუწყლოება პლაზმის ან უჯრედგარე სითხის მოცულობის შემცირება ჰიპოვოლემია (Dehydration Depletion of volume of plasma or extracellular fluid Hypovolaemia) – E 86.

სითხის, ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის სხვა დარღვევები (Other disorders of fluid, electrolyte and acid-base balance) – E 87.8.

ამჟამადაც აღენიშნება:

ვერნიკეს ენცეფალოპათია – E 51.2.

დაუზუსტებელი ცილოვან – ენერგეტიკული უკმარისობა

Unspecified protein-energy malnutrition –  E 46,

პოლინეიროპათია კვებითი დეფიციტის დროს – (Polyneuropathy in nutritional deficiency (E40-E64†) ) – G 63.4.
პოსტტრავმული სტრესული აშლილობა – F 43.1

თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ორგანული ემოციურად ლაბილური (ასთენიური) აშლილობა – F 06.6.

მკურნალობა – რეაბილიტაცია:

ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად პაციენტს განუვითარდა თიამინის დეფიციტით გამოწვეული ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელიც იქნა დიაგნოსტირებული დაგვიანებით, არ მოხდა პრედიქტორების დიაგნოსტიკა და პრევენციული მიდგომა შიმშილობის შეწყვეტისა და დროული მკურნალობის მიზნით.

შემდგომში მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპათიის არ გაგრძელდა თიამინის საჭირო დოზებით, 30/12/2021 წლიდან შეწყვეტილი იქნა ტაბლეტიზირებული ფორმით მიღებაც. შესაბამისად, განვითარდა მეორადად ცერებრო – ორგანული დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური პრობლემები. მდგომარეობა დაამძიმა და ურთიერთზემოქმედების ჯაჭვური მექანიზმი წარმოქმნა წამებამ და არაადამიანურმა მოპყრობამ პოსტტრავმული სტრესული დარღვევის განვითარებით.

შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია თიამინით მკურნალობის აღდგენა, მოცემულ დასკვნაში წარმოდგენილი დანიშნულებით (500 მგ. დღიური დოზა); ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსულტაციით, აუცილებელია ინდივიდუალური პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის განსაზღვრა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ არის ამჟამად სიტუაცია ფსიქოთერაპიული ინტერევენციისათვის, ვიდეო – თვალთვალისა და შესაძლო მიყურადების ფონზე.

ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროა მკურნალობაში ფოლიუმის მჟავის 15 მგ. ჩართვა. ენდოკრონილოგისა და ჰემატოლოგის კონსულტაციით საჭიროებს დამატებით ჰორმონულ თუ სხვა ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს. დამატებითი კვლევების საჭიროება ასევე ასახულია ნევროლოგებისა და ფსიქიატრების დასკვნაში: თავის ტვინის მრტ, ექსტრა და ტრანსკრანიული სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, ელექტროენცეფალოგრაფიულ კვლევას დინამიკაში  და ელექტრონეიროგრაფიულ კვლევას, ნეირო – ფსიქოლოგიურ გამოკვლევას.

ზოგადად, პაციენტი საჭიროებს ძირითადად მართვას ნევროლოგისა და ნეირო – რეაბილიტოლოგის

მეთვალყურეობით, აუცილებელია, მკურნალობა – რეაბილიტაციაში ჩართული იქნეს მულტიდისციპლინური გუნდი: ფსიქიატრის, ფსიქიოლოგის, ფსიქოთერაპევტის, ენდოკრიონოლოგის, ჰემატოლოგის, გასტროენტეროლოგის და სხვა შესაძლო სპეციალისტების მონაწილეობით.

ამგვარად, პაციენტი საჭიროებს დამატებით ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებს, ასევე ინდივიდუალური მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის შემუშავებას,  აუცილებელია ნეირო – ფსიქოლოგიური მიმართულების კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა – რეაბილიტაციის კურსის ჩატარება სტაციონარულ პირობებში. ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა – რეაბილიტაცია ვერ შეფასდება ეფექტურად. პაციენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოძიებული იქნეს ალტერნატიული სამკურნალო – სარეაბილიტაციო დაწესებულება მისი მდგომარეობის ეფექტური მკურნალობისათვის. არაეფექტური მკურნალობა – რეაბილიტაცია გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას“, – ნათქვამია დასკვნაში.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

banner
წინა სტატიაშიპატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ცნობილმა ტელეწამყვანმა, სავიკ შუსტერმა თავის გადაცემაში წაიკითხა
შემდეგი სტატიაგიორგი ფხაკაძე: „ომიკრონი საქართველოშია