ცენტრ „ემპათიას” ექიმები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.
ცენტრის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექსპერტიზაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და 6 მაისს პროკურატურას მიმართავენ.
„პასუხი არის გაუგებარი. ჩვენ ვითხოვდით ჩვენი და პატიმრის კანონიერი უფლების განხორციელებას. ახლა დავაფიქსირეთ ფაქტობრივი გარემოება, რომ ექსპერტებს არ უშვებენ ციხეში, ირღვევა ამით საქართველოს კანონმდებლობა. შევადგინეთ ოქმი, რომელსაც 5-მა ექსპერტმა მოაწერა ხელი და ხვალ ეს ოქმი გაიგზავნება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.