ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად მდებარე ირანის სარაკეტო ობიექტები დაბომბა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) X-ზე წერს.
“რამდენიმე საათის წინ, აშშ-ის ძალებმა წარმატებით გამოიყენეს რამდენიმე 5,000-ფუნტიანი [დაახლოებით 2300-კილოგრამიანი] ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები გამაგრებული ირანული სარაკეტო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მდებარეობს ირანის სანაპიროზე, ჰორმუზის სრუტის მახლობლად. ამ ობიექტებზე განთავსებული ირანის საზღვაო-საწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტები საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლას სრუტეში,” – წერს აშშ-ს ცენტრალური სარდლობა.


















