ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავენ.

მათი თქმით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე აზერბაიჯანიდან შემოტანილი ნედლეული გაურკვეველი ვადით გააჩერეს. ცემენტის დასამზადებლად საჭირო ნედლეული – კლინკერი თვეზე მეტია ცემენტის მწარმოებლებს არ მიუღიათ, რის გამოც რვა ქარხანაში წარმოება შეჩერდა.

კომპანიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, კლინკერი საბაჟოზე შემოწმების მიზნით გააჩერეს, თუმცა მათივე თქმით, ნედლეულს სპეციალური სერტიფიკატები მოჰყვება და მისი შემოწმება საჭირო არაა. ისინი მიიჩნევენ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

30-მდე კომპანიის წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართეს. ისინი მთავრობას 22 აგვისტომდე აძლევენ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ამასთან, როგორც მედიასთან შეხვედრისას ცემენტის მწარმოებლებმა განაცხადეს, მათთვის ცნობილი ცოტა ხსნის ცნობილი გახდა, რომ პრემიერი საკითხით დაინტერესდა და გასარკვევად ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომამ სასამართლო სისტემის პრობლემები განსაკუთრებით გააშიშვლა
შემდეგი სტატია,,ჩაიფუშა შონიას გეგმა… ივანიშვილმა სამეგრელოში ,,Человек ниоткуда” დანიშნა “