ცეკოვი: აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულებაა იმ მოვლენებისადმი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის დამოკიდებულების მიმართ

“ძალიან გონივრული, სწორი განცხადებაა. კარგია, რომ საქართველოში საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები გამოჩნდნენ. აბსოლუტურად ობიექტური დამოკიდებულებაა იმ მოვლენებისადმი, რაც საქართველოში ხდება, საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის დამოკიდებულების მიმართ. ეს საქართველოს ნამდვილი პატრიოტისა და რეალისტი პოლიტიკოსის განცხადებაა. კალაძეს გამორჩეულად პროქართული პოზიცია აქვს, როგორც ორბანს პროუნგრული, ფიცოს – პროსლოვაკური, ერდოღანს – პროთურქული. ისინი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შეერთებული შტატების მითითებით არ მოქმედებენ. ვფიქრობ, უკრაინის მაგალითმა უნდა დაასრულოს ბევრი ქვეყანა, რომ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესების ერთგულნი უნდა იყვნენ”, – ამბობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, სერგეი ცეკოვი.

აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

banner
წინა სტატიაშიაშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს
შემდეგი სტატიასოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა