ცეესკო: თბილისის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო

თბილისის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო – ასეთია ცესკოს წინასწარი მონაცემები.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დედაქალაქში დათვლილი 584 უბიდან 572-ის შედეგები ცნობილია.

ცესკოს ინფორმაციით, 12.459%-იანი მხარდაჭერა მიიღო პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ამომრჩეველთა ხმების 7.528% მიიღო, “კონსერვატორები საქართველოსთვის” კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ კი – 4.121%.

banner
წინა სტატიაშიშსს მორიგ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ყველა უბედურება, რაც საქართველოში ხდება, გარედან მართული პროცესია