ცეცხლში გახვეული გაგრა

ასე იწვოდა წუხელ ოკუპირებული გაგრა.

გავრცელებული ინფორმაციით, იწვის უნიკალური ჯიშის ხეები. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ გუდაუთის რაიონში, სოფელ ფსირცხასა მწარას ტყეში ხანძარი გაჩნდა. საფრთხე დასახლებულ პუნქტებს ჯერ არ ემუქრება.

გუდაუთის რაიონის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, ალხას კირტბაიას თქმით, ცეცხლის ჩასაქრობად სპეციალური ვერტმფრენია საჭირო, რომელიც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს არ ჰყავს. მისი განცხადებით, რუსი კოლეგებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება ჯერ არ არის.

 

https://youtu.be/eK7rj_D5epw

banner
წინა სტატიაშისაელჩო ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ეს პრეზიდენტი საფრანგეთისა მართლა პედოფილიის მსხვერპლია და ამაში მისი პედაგოგები არიან დამნაშავე”