ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ფაქტზე თბილისში ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული თ.რ. დააკავეს.

„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გ.დ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც კარაბინის სისტემის შაშხანა, სანადირო თოფი, გადაჭრილი თოფი, ორი მჭიდი და 232 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თ.რ.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითოვისა და ქარბუქის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიასაბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს