33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 2 პისტოლეტი, 6 მჭიდი და 236 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიატატა ხვედელიანი: საკადრო ცვლილებები ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის კომფორტს და „ოცნების“ მხრიდან ძალაუფლების გახანგრძლივებას