ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით-1991 წელს დაბადებული სალარეფ გ. სამართალდამცველებმა მესტიაში დააკავეს.

მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ა-კა-ეს-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ევროპულ მომავალს ვაშენებთ საერთო ისტორიისა და საერთო ხედვის საფუძველზე“
შემდეგი სტატია“ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭრას უცხადებს”